Saturday, August 20, 2011

სასწავლო პროექტი

1.პროექტის სახელწოდება: აბასთუმნის ობსერვატორია
2.პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები გაეცნობიან აბასთუმნის ადგილ მდებარეობას. ინტერესის გაღვივება მოვახდინო მოსწავლეებში რომ გაემგზავრნონ აბასთუმანში და მოინახულონ ობსერვატორია. შეიტყონ თუ რა დანიშნულება აკისრია ამ ობიექტს. გადაიღონ ფილმი და მოახდინონ პრეზენტაცია.
3.პროექტის აქტუალობა: პროექტზე მუშაობისას მოსწავლეებს დაუგროვდებათ საინტერესო მასალები, აბასთუმნის ობსერვატორიის შესახებ. გაუჩნდებათ სურვილი თვითონ ნახონ ტელესკოპში რა ხდება კოსმოსში.
4.პროექტის მიზნები: მოსწავლეები შეისწავლიან რომ ობსერვატორიაში იკვლევენ ამა თუ იმ ვარსკვლავების და გარე სამყაროს ინპორმაციას, ისწავლიან ტელესკოფთან მუშაობას.
5.მოსწავლეთა ასაკი: (15-16 წლები)
6.ვადები/ხანგრძლივობა: ერთი თვე.
7.მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები შეისწავლიან რომ ეს მხარე, ქართველებისთვის განსაკუთრებით ძვირფასი და ცნობილია სამკურნალო სანატორიუმებით. შექმნიან აბასთუმნის ფოტო მასალას და ტურისტულ გეოგრაფიულ რუკებს.
8.პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელოები, ვიდეო კამერა, ციფრული ფოტოაპარატი, ლეპტოპი, პროექტორი, სამუშაო ფურცლები და მარკერები.
9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეებისთვის პროექტის თემის გაცნობა, ლაშკრობის მარშუტის გაცნობა, პირველადი სამედიცინო დახმარებისა და უსაფრთხოების წესების გაცნობა. მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად: პირველი ჯგუფი, შეისწავლის აბასთუმნის არსებობას და მოიძიებს, საინტერესო ინფორმაციას. მეორე ჯგუფი, გაეცნობა და გამოიკვლევს აკ მცხოვრებ ქართველი მოსახლეობის მეტყველების კულტურას მოიძიებს ფოტო მასალებს და მოაწყობს გამოფენას.
10.საგნებთნ,საგნობრივ ჯგუფებთნ, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი, ისტორია, გეოგრაფია, ისტი: ამ პროექტში მონაწილეობით მოსწავლეები გაუმჯობესებენ ცოდნას და უნარებს ქართულ ლიტ-ში, ისტორიაში, გეოგრაფიაში, ისტ-ში გამოიკვლევენ საზოგადოების განვითარების კულტურულ საფუძვლებს, ისწავლიან აზრის დალაგებულად გადმოცემას, გამართულ წერას, შთაბეჭდილებების გამოხატვას და ერთმანეთში გაზიარებას. გამოიკვლევენ აბასთუმნის ჰავას, კლიმატს, ინტერნეტში მოიძიებენ ინფორმაციას, დაამუშავებენ კომპიუტერის საშუალებით და წარმოადგენენ მის პრეზენტაციას.
11. პროექტის ხელმძღვანელი: შორენა ხმალაძე.
12.ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: xmaladze5@gmail.com